Wednesday, June 8, 2011

ასოციაციური რუკა

კომპოზიცია

კომპოზიციის დაკვირვებულ ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლეონარდო არ ცდილობდა შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი."მონა ლიზა" გახდა მხატვრის იდეების ხორცშესხმა, რომელთაც იგი თავისივე „მხატვრობის ტრაქტატში“ წერდა. საკუთარი ნამუშევრებისადმი მიდგომას ყოველთვის ჰქონდა მეცნიერული ხასიათი. ამიტომაც „მონა ლიზა“, რომლის შექმნაზედაც მან უამრავი წელი დახარჯა, იქცა ლამაზ, მაგრამ ამავე დროს მიუღწეველ და უემოციო სახებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკონდას მზერა ჩვენსკენაა მომართული, არსებობს ბარიერი მასსა და ჩვენს შორის — სკამის სახელური, წარმოსახული, როგორც ღობე. ასეთი კონცეფცია გამორიცხავს ინტიმური დიალოგის შესაძლებლობას, როგორც, მაგალითად, ბალტაზარ კასტილონეს პორტრეტში, შექმნილი რაფაელის მიერ 10 წლით მოგვიანებით.

ჯოკონდას სახის გამომეტყველების საიდუმლო ნახატის მრავალ ფენაშია. როდესაც სინათლე ურტყამს საღებავის უფერულ ფენას ბორცვამდე ის ტილოს ყურების კუთხიდან და მზის მოძრაობის გამო სინათლის დარტყმის კუთხიდან გამომდინარე აირეკლება და იფანტება სრულად სხვადასხვაგვარად. ამიტომაც მისი სახის გამომეტყველება შეუჩერებლივ იცვლება, ის მართლაც თითქოსდა ცოცხლობს. მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, თვალები იწყებენ ჩაცვენას… ჩვენს წინაშე უკვე არაა მომღიმარი ქალი, არამედ სიკვდილის დამცინავი გამოსახულება. ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ სრულად არ გადაიცემა რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით უფრო ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია… აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, ამაშია ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მოახერხა მან ლამაზი ქალის სახეში გამოეხატა ასე ნათლად თავის ქალა, სიკვდილი. ეს ხომ თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მაგრამ ეს უდიდესლი მხატვრისა და ფილოსოფოსის სულისა და ფიქრების უმაღლესი საფეხურია.

მონალიზას სურათები

ბიბლიოგრაფია