მონალიზას "ღირსებები"

ამ ნახატზე უამრავი ლეგენდა არსებობს.. მე არ მოვყვები ამ ამბების ჩამოთვლას, რაც ამ გენიალურ ნაშრომს “გადახდენია თავს”, უბრალოდ უფრო დაწვრილებით “გავაშიშვლებ” მის თითოეულ დეტალს…


უპირველესად მაინც აღსანიშნავია ნახატის მთავარი ღირსება – ღიმილი. და ვინჩიმ შეძლო იდუმალ ღიმილში ქალის ცხვირის, ტუჩების, ნიკაპის ირგვლივ, შუქჩრდილები დახვეწილად დაგაენაწილებინა. სწორედ ეს შუქჩრდილებია მთავარი გასაღები, სწორედ ისინი ანიჭებენ ქალის ბაგეებს უდიდეს დახვეწილობას… საბოლოოდ კი შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე იდუმალი, მრავლისმთქმელი ღიმილი, რომელიც მნახველს გულგრილს ვერასოდეს ტოვებს..თვალები ადამიანის სულის სარკეა…





ლეონარდო და ვინჩი კი თვალს “ადამიანთა სხეულის სარკმელს” ეძახდა. მონა ლიზას თვალები თითქოს თანაგრძნობას ეძებს მნახველში და, ასევე თვითონაც თანაუგრძნობს სხვებს. მისი თვალებიდან თითქოს მისი შინაგანი სამყარო იშლება, საიდანაც შეგვიდძლია მის არსებაში შევაღწიოთ და დავინახოთ ქალის შინაგანი სამყაროც კი. მხატვრის შესანიშნავი ტექნიკისა და წარმოსახვის წყალობით იქმნება ბურუსი, რომლიდანაც უკვე 5 საუკუნე გვიყურებს თვით იდუმალება